ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სალიბაურის „ხელოვნების საზაფხულო სკოლაში“ იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში: ესწრებოდნენ ბათუმში გამართულ კონცერტებს, დაათვალიერეს დელფინარიუმი, აქტიურად იყვნენ ჩართული ბანაკში განხორციელებულ აქტივობებში.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეები კმაყოფილები დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.
სკოლაში ოთხი მოსწავლე იმყოფებოდა: რევაზი დიაკონიძე, ელგუჯა მახარეიშვილი, მარიამ ვერულაშვილი და ლიკა ტალახაძე.
ზეინდარის საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს.
იხილეთ ფოტოები