ყულარის საჯარო სკოლამ სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო
15-10-2018
ყულარის, კირიხლოს და თაზაქენის N2 საჯარო სკოლის მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებს შორის შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მასპინძელი კირიხლოს საჯარო სკოლა გახლდათ. 

პროექტი მიზნად მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის ამაღლების ხელშეწყობას (ინსტრუქციების გაგება, ჯგუფის სახელის, დევიზის და ლოგოს წარდგენა, შესასრულებელი ენობრივი სავარჯიშოები), გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას, მოსწავლეთა დამეგობრებას, უცხო სოციუმში ადაპტირებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მოიცავდა.

გუნდები სამივე სკოლის მოსწავლეთა თანაბარი შემადგენლობით დაკომპლექტდა. მათ სპორტულ-შემეცნებით თამაშში თითოეული ნომრის შესრულებისას სხვადასხვა ტიპის დავალება შეხვდათ. გუნდებმა 10 სპორტული და 4 ინტელექტუალური აქტივობა შეასრულეს. თამაშის დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდის წევრებს სერტიფიკატები გადაეცათ,  გამარჯვებულმა გუნდმა კი დიპლომი მიიღო. 

პროექტს ორგანიზებას მონაწილე სკოლების კონსულტენტ-მასწავლებლები უწევდნენ: ლალი ნარიმანიძე, ნანა არაბული, ლელა ბუთურიშვილი და დამხმარე მასწავლებელი - თამარ ყატაშვილი. 
იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203