ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ
15-10-2018
აკაკი ტერელაძის სახელობის ქუტირის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჯანსაღი თაობა მომავლის იმედით“ ფარგლებში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეჯიბრში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სასკოლო პროექტი X კლასის მოსწავლეების ინიციატივით განხორციელდა, რომელთაც განსაკუთრებით იაქტიურეს. 

„სკოლის ეზო ბავშვების ჟრიამულით აივსო. ჭადრების ხეივანში, ღია ცის ქვეშ, სკოლის ულამაზეს ეზოში, მოსწავლეები, დამრიგებლებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიების ბოლოს შეჯიბრის მონაწილე ყველა გუნდი და გუნდის კაპიტნები სკოლის დირექტორმა ზურაბ თოდუამ დიპლომებით დააჯილდოვა. 

სკოლა მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს და პედაგოგებს თინათინ ფიფიას და გოგი რუხაძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203