რიონის საჯარო სკოლაში პროგრამა - „თავისუფალი გაკვეთილების„ ფარგლებში შეხვედრები განახლდა.
შეხვედრებს პედაგოგი ხათუნა ლანჩავა უძღვება. 2018-2019 სასწავლო წლის პირველი თავისუფალი გაკვეთილის თემა იყო - „წარმატების საზომი“.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ფრაზა - „სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა“ განიხილეს და აღნიშნული ფრაზის ჭრილში წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე ისაუბრეს.
სკოლის აღსაზრდელებმა გაკვეთილზე ჟურნალისტ დავით გოგიჩაიშვილის ბიოგრაფია მოისმინეს და თსუ-ს კურსდამთავრებულთა ცერემონიალზე მისი
გამოსვლა ნახეს, რომელიც გაკვეთილის თემას ეხმიანებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა თედო მხეცაძემ და ნინი ჭელიძემ აღნიშნეს, რომ ილიას ფრაზა „წარმატების საზომს“ შესანიშნავად გამოხატავს.
იხილეთ ფოტოები