რუსთავის N12 საჯარო სკოლაში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის „ფანჯარა ჩვენს მხარეს“ ჩვენება გაიმართა.
ფილმი პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში აჩვენეს.
„ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ ფილმის ჩვენების შემდეგ ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიაში. მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს რეცენზია - როგორ იყენებს რეჟისორი „სუბიექტურ კამერას“ და რის თქმა სურდა ამ ფილმით ალფრედ ჰიჩკოკს.
იხილეთ ფოტოები