თბილისის სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლებს ესტუმრა
16-10-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები და მასწავლებლები, დირექტორ  ნაზი ნადირაძის თანხლებით, შაუმიანის N1 და N2 საჯარო სკოლებს ესტუმრნენ. 

აღნიშნული პროექტ „მეგობარო, ხელი გამომიწოდეს“ ფარგლებში ჩატარდა. 

პროექტის კოორდინატორი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი დარეჯან ცხომარია გახლავთ. 

პროექტი მიზნად არაქართულენოვან მოსწავლეებთან დამეგობრებასა და საერთო ინტერესების გამოკვეთას ისახავდა. 

მცირე კონცერტისა და სკოლების დათვალიერების შემდეგ შეჯიბრი „მხიარულ სტარტებში“ ჩატარდა, რამაც სასიამოვნო შეხვედრა დააგვირგვინა.  

„მასპინძლები“ იყვნენ: შაუმიანის N1 სკოლის დირექტორი არტუშ ურუმიანი, კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ზაქარიაძე, შაუმიანის N2 სკოლის დირექტორი ანაიდა რესტევანიანი,  კონსულტანტ-მასწავლებელი თეონა ცაგარეიშვილი და მოხალისე მასწავლებელი ნათია ტყემალაძე.  

ღონისძიებამ სამივე სკოლის მოსწავლეები გაახარა. უახლოეს დღეებში სკოლა-ლიცეუმ  „ცოდნაში“ საპასუხო ვიზიტი მოეწყობა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203