ფშავლის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ოსორაულმა ქართული ჭიდაობის შეჯიბრში I ადგილი დაიკავა
15-10-2018
ფშავლის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლემ, გიორგი ოსორაულმა სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, სოფელ ბუშეტში გამართულ გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მძღვნილ ქართული ჭიდაობის შეჯიბრში I ადგილი დაიკავა. სკოლის აღსაზრდელი 30 კილოგრამ წინით კატეგორიაში ასპარეზობდა.
გიორგი ოსორაულს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა სიგელი და მედალი გადასცა.
ფშაველის საჯარო სკოლა გიორგი ოსორაულს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. იხილეთ ფოტო