ნახუნაოს საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მოსწავლეთა კლუბი აქტიურად მუშაობს
15-10-2018

ნახუნაოს საჯარო სკოლა და მისი სამოქალაქო განათლების პედაგოგები მაყვალა ფანცულაია და ოლეგი ძიძიგური აქტიურად თანამშრომლობენ ასოციაცია „ათინათთან“. 

სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა კლუბი სახელწოდებით „მომავლის ხმა“, სადაც გაერთიანებულია 18 ბავშვი. 

კლუბის წევრები ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის საკლუბო, სასკოლო და სასკოლო-საგრანტო პროექტებში.

სლოგანების კონკურსში მე-11 კლასის მოსწავლე ნანა კირტავამ მესამე ადგილი დაიკავა. 

მას სერტიფიკატი და წიგნი გადაეცა საჩუქრად. 

ნანას სლოგანი იყო „ჩვენი პლანეტა, ჩვენი გარემო,  ჩვენი პასუხისმგებლობა მომავალი თაობისთვის“. 

„კლუბის წევრები  ვიკრიბებით ყოველ პარასკევს გაკვეთილების შემდეგ და  ვგეგმავთ მომავალი კვირის სამუშაოებს. ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს, ვთანამშრომლობთ თემთან“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203