ქვენობნის საჯარო სკოლაში საწრეო და საკლუბო მუშაობა განახლდა
15-10-2018
ქვენობნის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების პარალელურად საწრეო და საკლუბო მუშაობა განახლდა.
როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენლები აცხადებენ, მეცადინეობები საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით მიმდინარეობს, მკითხველთა კლუბ „მწიგნობარის“ წევრებმა კი უკვე საინტერესო პრეზენტაციებიც წარმოადგინეს.
დირექციის ცნობითვე, სკოლა სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს.