თბილისის N145 საჯარო სკოლას წარმატებული კურსდამთავრებულების აღზრდისთვის მადლობის წერილები გამოუგზავნეს
თბილისის N145 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები არიან. წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის სკოლამ სერტიფიკატი მიიღო, ხოლო პედაგოგები კი მადლობის წერილებით დაჯილდოვდნენ.
სტუდენტებისა და მათი წარმატებების შესახებ სკოლამ წერილი
etaloni.ge-საც გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოხდება ხოლმე ისე, რომ ზეცა უხვად დააბერტყავს ვინმეს თავის მადლს. სწორედ ასე მოხდა 2018 წელს თბილისის N145 საჯარო სკოლაში. ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა XIIა კლასისათვის, რადგან ამ კლასის მოსწავლეები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლის წარმატებული სტუდენტები გახდნენ 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსებით.
დამრიგებელი მარინე ლაშხია, სკოლის დირექტორი მაია ოსიყმიშვილი, სასწავლო ნაწილი მარინა კოღუაშვილი და ყველა ამ კლასში შემსვლელი პედაგოგი, ის ადამიანები არიან, რომელთაც ღმერთმა მოჰმადლა ჭეშმარიტი აღმზრდელის ნიჭი.
ვიქტორია გაგუა 100%-იანი დაფინანსებით თავისუფალი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია, სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა 70%-იანი სახელმწიფო და დამატებით შიდა დაფინანსებით - ზვიად დარასელია, 70%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით საქართველო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები გახდნენ მარიამ ჩუთლაშვილი და ელენე უძილაური, თსუ-ს 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა თათია ოდიშელიძემ, ხოლო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდნენ ლაშა ცხვედაძე, ნანა ქეშელაშვილი და მაგდა ონიკაშვილი 50%-იანი დაფინანსებით.
მისაღებ გამოცდებზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში გაუძლეს კონკურსს და უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ: ანა ჟვანია - თსუ, გიორგი ათანელიშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ზემოთხსენებულმა უნივერსიტეტებმა სკოლის დირექტორს მაია ოსიყმიშვილს და კლასის დამრიგებელს მარინე ლაშხიას მადლობის ფურცლები გამოუგზავნეს, სკოლა კი სერტიფიკატით დააჯილდოვეს წარმატებული მოსწავლეების აღზრდისთვის. ეს იყო ბეჯითი, ნიჭიერი, გამრჯე, გულისხმიერი ახალგაზრდების ვარსკვლავთცვენა. მათ აღმზრდელებს კი ნამდვილად შეუძლიათ თქვან, რომ მათ ჩანგს ამაოდ არ უჩხაკუნია. გვჯერა, რომ 2018 წლის გამოშვება XIIა კლასის სახით, ყავარჯნად დაუდგება საქართველოს, რადგან ეს ის თაობაა, რომელთაც უკან დახევა არ ჩვევიათ“.
იხილეთ ფოტოები