Izrune.ge-ს ყველაზე პატარა გულშემატკივარი - თბილისის N94 საჯარო სკოლა საგანმანათლებლო ინოვაციებს უერთდება
15-10-2018
თბილისის N94 საჯარო სკოლაში საუკეთესო პედაგოგებით, აქტიური მშობლებითა და ნიჭიერი ახალგაზრდებით სავსე აუდიტორია Izrune.ge-ს ინოვაციურობამ და სახალისო, საგანმანათლებლო მიდგომებმა ოვაციებითა და მაღალი ჩართულობით გაახალისა. 

სკოლის ლიდერი დირექტორის, ნინო გახარიას ორგანიზებით, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი დამსწრეებს თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გააცნო და ტესტები პირდაპირ რეჟიმში მათთან ერთად გაიარა.

ზრდასრულ აუდიტორიაზე რომ არაფერი ვთქვათ, Izrune.ge-ს ანიმაციებმა და წამახალისებელმა მიდგომებმა პროექტის ყველაზე პატარა გულშემატკივარის ემოციური შეძახილები დაიმსახურა.

წარმატებული მენეჯერის, ნინო გახარიას შეფასებით, თუ სკოლასა და ოჯახს თანამედროვე გამოწვევებისთვის ფეხის აწყობა და კონკურენტუნარიანი მომავალი თაობის აღზრდა სურს Izrune.ge-ს დიდ ოჯახს აქტიურად უნდა შეუერთდეს.

მშობელთა თქმით კი, Izrune.ge ყველაზე ეფექტური და ინოვაციური ხიდია, რომელიც ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აკავშირებს და აერთიანებს. მათ გოჩა ტყეშელაშვილსა და სკოლის გამორჩეულ დირექტორს მოსწავლეებზე ზრუნვისა და პორტალის ყველასათვის ხელმისაწვდომობისთვის მადლობა გადაუხადეს და Izrune.ge-ზე აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203