ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლე ანანო ხარებავამ სლოგანების კონკურსში გაიმარჯვა
15-10-2018
ჩხორიის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ, ანანო ხარებავამ სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, დემოკრატიის თემატიკაზე გამოცხადებული სლოგანების კონკურსში გაიმარჯვა.
სკოლის დირექცია ანანო ხარებავას გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
სამოქალაქო განათლების პროგრამას -„მომავლის თაობა“ ამერიკული ორგანიზაცია PH International საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და შშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.