სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა
16-10-2018
სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, არჩევნების პროცესი გამჭვირვალედ და ობიექტურად მიმდინარეობდა. სკოლის აღსაზრდელებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლად მეთერთმეტე კლასის მოსწავლე შუქურ ახმედოვი აირჩიეს.
„მოსწავლეებმა სწორი არჩევანი გააკეთეს. შეთავაზებული 3 კანდიდატიდან აირჩიეს ის კანდიდატი, რომელსაც სკოლის საჭიროებას მორგებული სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლად არჩეულმა შუქურ ახმედოვმა პრიორიტეტებად საგრანტო პროექტები, წრეები, კონკურსები, სამოქალაქო კლუბის აქტივობები წარმოადგინა. ასე რომ, ინოვაციებითა და დიდი ენთუზიაზმით იწყებს სავანეთის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები