გუთურის სკოლაში ჩატარებულმა მიუზიკლმა მაყურებელი ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა
09-01-2017
გუთურის სკოლაში 2016 წლის 26 დეკემბერს ჩატარდა საახალწლო მიუზიკლი ''ჯადოსნური სამყარო''.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის 48 მოსწავლე, გრანდიოზულ ზეიმს ესწრებოდა რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი, ადგილობრივი რესურსცენტრი და სხვ. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სკოლის პედაგოგები: ცისია კალანდაძე, თეა შათირიშვილი(მუსიკა), სოფიო ხიჯაკაძე (ხელოვნება). 

ღონისძიების დეკორაციები და ფორმები შეიქმნა ღონისძიების ხელმძღვანელებისა და მონაწილე ბავშვების დახმარებით.

წარმოდგენილმა სანახაობამ მშობლები და დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დატოვა, მათ პატარებთან ერთად იმოგზაურეს ჯადოსნურ სამყაროში.​

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203