მსახიობმა ონისე ონიანმა ლახამულას საჯარო სკოლას გადაცემაში მოგებული თანხით კომპიუტერი აჩუქა
16-10-2018
ლახამულას საჯარო სკოლის დასახმარებლად ცნობილმა მსახიობმა ონისე ონიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ თანხა მოიგო.

მსახიობმა მეექვსეკლასელ ერუდიტებთან ერთად დიდი მონდომებით ითამაშა და 1000 ლარი მოიპოვა.

ონისე ონიანმა გადაცემაში მოგებული თანხით შეძენილი პერსონალური კომპიუტერი სკოლას გადასცა და მაღალი მთის მცირეკონტიგენტიანი სკოლის პატარა აღსაზრდელები გაახარა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203