ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდნენ
16-10-2018
მესტიის მუნიციპალიტეტში 5 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური გაიმართა, სადაც სასკოლო ტურიდან გამარჯვებული 70 მოსწავლე ერთმანეთს ეჯიბრებოდა.
კონკურსში ეცერის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე - მე-8 კლასელი საბა გურჩიანი და მე-9 კლასელი თიკა გაზდელიანი მონაწილეობდნენ.
მოწაფეებს აღნიშნულთან დაკავშირებით დიპლომები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.