ქვემო ხვითის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის მზაღო ბასიშვილის ხელმძღვანელობით, პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
პედაგოგმა აღსაზრდელებს სახლ-მუზეუმში გაკვეთილი ჩაუტარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია მიზნად ისახავდა გიორგი ლეონიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობას და ნასწავლი მასალის გამტკიცებას.
„მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები