ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პირველ კლასში პედაგოგმა საზეიმო გაკვეთილი - „ანბანი მობრძანდებაო“ ჩაატარა
16-10-2018

ცხემლისხიდის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინა მემარნიშვილმა საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „ანბანი  მობრძანდებაო“ ჩაატარა.

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად საკლასო ოთახი იისფერი ყვავილებით, საჰაერო ბურთებით და ბავშვების ნახატებით მორთეს.

პირველკლასელებმა ანბანზე სიმღერა მოისმინეს და პროექტორის საშუალებით ანბანის ასობგერები ნახეს. მოსწავლეებმა ასევე იაზე ლექსები წაიკითხეს. პედაგოგმა მათ სამახსოვრო  ბარათები და გულსაბნევები დაურიგა. 

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203