მასწავლებლის მსოფლიო დღე რუსთავის N9 საჯარო სკოლაში ხალისიანი და სიურპრიზებით სავსე გამოდგა.
დილით სკოლაში მოსულ მასწავლებლებს ფოიეში დახვდათ ნახატების გამოფენა - „მოსწავლის თვალით დანახული მასწავლებელი“.
შემდეგ პედაგოგებმა პატარებისგან რუსულ და ინგლისურ ენებზე შესრულებული მისალოცი ბარათები მიიღეს.
ასევე, მოეწყო ბუკლეტების გამოფენა „ჩემი საყვარელი მასწავლებელი“ ინგლისურ ენაზე.
დღის ბოლოს კი ჩატარდა კონცერტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მონაწილეობით.
იხილეთ ფოტოები