ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდი ინტელექტუალური შეჯიბრის გამარჯვებულია
16-10-2018
თიანეთის მუნიციპალიტეტის „ბიბლიოთეკების გაერთიანებამ“ ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გამართა.
თამაშში მუნიციპალიტეტის სოფლების: ნაქალაქარის, მაგრანეთის, ხევსურთსოფლის, ღულელების და სიმონიაანთხევის მკითხველებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ.
მონაწილე ბიბლიოთეკარებს და მკითხველებს (თითოეული სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეები) გადაეცათ სიგელები, ხოლო „ბუ“-ს მფლობელი და გამარჯვებული კი გახდა ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის მკითხველთა გუნდი.