ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის N1 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი ქეთევან გვარჯალაძე- გორგოშაძე და ელზა ზაქარეიშვილი აჭარის საბუნებისმეტყველო საგანთა მასწავლებლების სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთში, ვარშავის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა (Copernicus Science Centre) და ფონდში - „სკოლა კლასთან“ (School with Class Foundation) იმყოფებოდნენ.
სტაჟირების პროგრამა დაგეგმა, განახორციელა და სრულად დააფინანსა აჭარის განათლების ფონდმა.
პროგრამას ხელმძღვანელობდა აჭარის განათლების ფონდის დირექტორის მოადგილე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ლალი ლომთათიძე.
პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ ვოქრშოფებს, სამეცნიერო ცენტრის დათვალიერება-გაცნობას, ადგილობრივ სკოლაში სხვადასხვა გაკვეთილზე დასწრებას და სამოქალაქო განათლების ცენტრში სტუმრობას.
პროგრამაში სულ კონკურსის წესით შერჩეული აჭარის 11 პედაგოგი მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები