არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლემ ანი ლექვინაძემ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
16-10-2018
წყალტუბოს, არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-8 კლასის მოსწავლემ, ანი ლექვინაძემ სახალხო დღესასწაულისადმი - "შემოდგომის წყალტუბო" მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელი დიპლომით დაჯილდოვდა.
ანი ლექვინაძეს ქართულ ენასა და ლიტერატურას თამარ გუმბერიძე ასწავლის.
სკოლა მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.