ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნები დაათვალიერეს
17-10-2018
ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი წიგნები დაათვალიერეს. მათ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ესეების კონკურსში - „მე რუსთაველის პერსონაჟი ვარ“ მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე მიხაი ზიჩის ერთ-ერთი ნახატის სცენა „გააცოცხლეს“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიიდან მოსწავლეები სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203