არეშფერანის საჯარო სკოლას მომღერალმა ელენე კალანდაძემ მხატვრული ლიტერატურა გადასცა
17-10-2018
არეშფერანის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ მომღერალმა ელენე კალანდაძემ სკოლის დასახმარებლად თანხა მოიგო.

მომღერალმა მოგებული 500 ლარით მხატვრული ლიტერატურა შეიძინა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203