ნინოშვილის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა
17-10-2018
ნინოშვილის საჯარო სკოლა ახალ 2018-2019 სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა.
სკოლაში გარემონტდა რამდენიმე საკლასო ოთახი და ამჟამად ყველა საკლასო ოთახში კომფორტული გარემოა შექმნილი სასწავლო პროცესისთვის.
გასული სასწავლო წლის აქტივობებისა და 2018 წლის მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული უნარების გამოცდების საფუძველზე უფროსი მასწავლებლის სტატუსი უკვე მიიღო 1 მასწავლებელმა, ხოლო 2 მასწავლებელი წარდგენილი ოქმების საფუძველზე ელოდება უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
სკოლის ერთმა მასწავლებელმა გაიარა გარე საგაკვეთილო დაკვირვების რეგისტრაცია წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
სკოლაში წარმატებით ტარდება თავისუფალი გაკვეთილები „რა?სად?როდის?“ მიმართულებით.
თავისუფალი გაკვეთილები გასულ სასწავლო წელს ოთხივე მიმართულებით მიმდინარეობდა და მოსწავლეეების მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდა.
მოსწავლეები გასული წლების მსგავსად ემზადებიან სასკოლო-საგნობრივ და სპორტულ ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად.