ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გაიმარჯვეს
17-10-2018
საგარეჯოში, არსენ მეკოკიშვილის სახელობის დარბაზში ბერძნულ-რომაული სტილით ორთაბრძოლა (კლასიკური ჭიდაობა) გაიმართა. 

ორთაბრძოლაში ერთმანეთს საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საჭიდაო
სკოლის აღსაზრდელები ერკინებოდნენ.  

წალკის საჭიდაო სკოლის აღსაზრდელებიდან ორთაბრძოლაში ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები ვეფხვია მგელაძე (20 კგ) და აჩიკო ანთაძე (23 კგ) ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

ავრანლოს საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203