გორის N3 საჯარო სკოლის 39 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერებით დაჯილდოვდა
17-10-2018
გორის N3 საჯარო სკოლის 39 წარჩინებული მოსწავლე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტომ დააჯილდოვა. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სკოლის აღსაზრდელები პორტაბელური კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს.
წელს საქართველოს მასშტაბით 2971 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.