თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ
17-10-2018
თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
მოწაფეებმა ცენტრის ისტორიისა და ქართველი ფილოლოგის, ლიტერატურათმცოდნის, თეოლოგისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებლის, კორნელი კეკელიძის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
სკოლის დირექციის ცნობით, აქტივობა შემეცნებითი ხასიათის გახლდათ.
მათივე ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება.