ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს
17-10-2018
ქვაბღის საჯარო სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში 50 მოსწავლე სწავლობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებს სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურად ჩართული, საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და მოსწავლეზე ორიენტირებული 19 პედაგოგი ასწავლის. მათგან 11 (ერთი წამყვანი და 10 უფროსი) არის სერთიფიცირებული. ოთხ პედაგოგს პროფესიული უნარების გამოცდა აქვს ჩაბარებული და აქტიურად მუშაობენ სტატუსის შესაცვლელად. 

ქვაბღის საჯარო სკოლაში მუშაობს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ოთხი მონაწილე - ქიმიის, ისტორიის, ფიზიკის და ინგლისურის მასწავლებლები. 

პროგრამა 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. მისი მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, რომ განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ როგორც ქალაქის აგრეთვე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების მოსწავლეებს.

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სკოლაში ტარდება ბევრი საინტერესო პროექტი და ღონისძიება. ამჟამად, მოსწავლეები და მასწავლებლები ემზადებიან საშემოდგომო ღონისძიებისათვის.

ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1922 წელს აშენდა, 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 2012 წლის თებერვალში კი სკოლა დაიწვა. ერთი წელი სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. მალევე აშენდა სკოლის ახალი შენობა.

სოფელი ქვაბღა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავის თემში მდინარე გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ-ზე მდებარეობს. სოფლის სახელწოდება ფრაზიდან „ქვა ბღავის“ მომდინარეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203