„განათლება წარმატების მთავარი ფორმულაა“ - ბლიცინტერვიუ ვანის სალომინაოს საჯარო სკოლის წარმატებულ დირექტორთან
17-10-2018
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.

5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.

დღეს საკუთარ ხედვებს ვანის სალომინაოს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი როზა ერისთავი გვიზიარებს:

სკოლა არის ადგილი, სადაც ქვეყნის მომავალი თაობა იზრდება და ვითარდება.

საუკეთესო მოსწავლე არის აქტიური ახალგაზრდა, რომელიც შემეცნებისა და საკუთარი ცოდნის რეალიზებისკენაა ორიენტირებული. 

პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმითა და მოსწავლეთა შედეგებით.

დირექტორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, ფეხს უწყობდეს თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს და სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურ გაუმჯობესებას ემსახურებოდეს.

განათლება არის
წარმატების მთავარი ფორმულა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203