რუსთავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის შემობრძანება იზეიმეს
17-10-2018

რუსთავის N9 საჯარო სკოლის Iა და Iკლასებში გაერთიანებული გაკვეთილი „აი ია“ საზეიმოდ  ჩატარდა. 

გაკვეთილს პედაგოგები ლია ბაიდოშვილი და მარინა ბარათაშვილი უძღვებოდნენ. 

პატარებმა საკუთარი ხელით შექმნეს „დედა ენა“. 

სკოლის წარმომადგენელის ცნობით, ისინი საოცარი პასუხისმგებლობით აკრავდნენ წიგნში ოქროსფერ ასოებს, ლამაზ ყვავილებს და ჭიამაიებს. ბავშვები განსაკუთრებული გულმოდგინებით ცდილობდნენ მოეხაზათ პირველი ასოები „ა“ და „ი“ სპეციალურად მშობლების მიერ დამზადებულ ჩარჩოებში, წითელქუდამ კი საგანგებოდ ამ დღისთვის გამომცხვარი ორცხობილები „ა“ და „ი“ ჩამოურიგა.

გაკვეთილის ყველა აქტივობა მშობლებისა და დამსწრე პედაგოგების უშუალო და აქტიური მონაწილეობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203