დღეს საგარეჯოს რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას დირექტორებმა იდეის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად საცდელი ტესტი პირდაპირ რეჟიმში გაიარეს და პორტალის ნოვატორული, შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომებით მოხიბლულნი დარჩნენ.
ღონისძიების დასასრულს მანანა ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, საგარეჯოს სკოლების მოსწავლეებმა და მშობლებმა ამ იდეას აუწყონ ფეხი და ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.
ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.
იხილეთ ფოტოები: