ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარეკლამო გაზეთი შექმნეს
17-10-2018
ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სარეკლამო გაზეთი შექმნეს. აქტივობას ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოში ერთ-ერთი თემა სარეკლამო გაზეთის შექმნას ეთმობა, რომელიც მოსწავლეებისთვის სარეკლამო ხასიათის განცხადებების გაცნობას გულისხმობს. სკოლაში აღნიშნული თემის გაცნობის შემდეგ, ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, პედაგოგმა მოსწავლეებს სარეკლამო ხასიათის განცხადებების შექმნა დაავალა.
გაზეთის რედაქტორები მერვე კლასის მოსწავლეები - ქრისტინე ლავრენტიევა და ვიკტორ კლინკაროვი არიან.
მოსწავლეებმა საკმაოდ სახალისო და საინტერესო რეკლამები შექმნეს. სკოლის პედაგოგებმა კი ობიექტური არჩევნების გზით საუკეთესო რეკლამის ავტორი გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ მეტი ობიექტურობის მიზნით მასწავლებლებისთვის უცნობი იყო რეკლამის ავტორთა ვინაობა. ყველაზე მეტი მოწონება მობილური ტელეფონის რეკლამამ დაიმსახურა და მეექვსე კლასის მოსწავლემ, ანანო მიქიაშვილმა გაიმარჯვა. სკოლის აღსაზრდელს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. იხილეთ ფოტოები