ქობულეთის, ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მეოთხე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის აღსაზრდელებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
ღონისძიებას დამრიგებელი მანანა მახარაძე ხელმძღვანელობდა.
5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო