ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ისტორიის წრე - „ჰეროდოტე“ წარმატებით ფუნქციონირებს
18-10-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ისტორიის წრე - „ჰეროდოტე“ წარმატებით ფუნქციონირებს. წრეში გაწევრიანებული არიან VII-XI კლასების მოსწავლეები. საწრეო მუშაობას ისტორიის მასწავლებელი დალი შავაძე ხელმძღვანელობს.
პირველი სამუშაო შეხვედრა 17 ოქტომბერს შედგა. პირველ სხდომაზე მოსწავლეები წრის სამუშაო პროგრამას გაეცნენ, წევრთა უფლება-მოვალეობები შეიმუშავეს და დავალებები გადაინაწილეს. იხილეთ ფოტოები