გრიგოლიშის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქცია
18-10-2018

ზუგდიდის, გრიგოლიშის საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელმა ზა ლემონჯარიამ ანბანის სწავლების დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „შეხვედრა ანბანთან“ ჩაატარა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. პირველკლასელებმა ანბანზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დახატეს.

„მოსწავლეები გაფაციცებით უსმენდნენ მასწავლებელს და ყოველი ახალი აქტივობების შემდეგ უფრო აქტიურები ხდებოდნენ. წაიკითხეს ლექსები ანბანზე, იაზე, იმღერეს, დახატეს და ასე ეტაპ- ეტაპ შეაბიჯეს ანბანის უჩვეულო სამყაროში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

აზა ლემონჯარიას თქმით, პირველკლასელები სკოლის პირველივე დღიდან ასე წარმატებით რომ ართმევენ აქტივობებს თავს, დიდი წვლილი გრიგოლიშის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს მიუძღვით. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203