მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმი გაფორმდა
18-10-2018
მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში ურთიერთთანამშრომლობითი მემორანდუმი გაფორმდა კომპანიების, „აირმაქსისა“ და „სვირინეტის“ დირექტორ ბესიკ წაქაძესა და მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის დირექტორ ინგა წიგნაძეს შორის. 

გაფორმებული ხელშეკრულებით ბესიკ წაქაძემ გამოხატა კეთილი ნება და სკოლას შესთავაზა ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ჩართულობას და დაინტერესებას ფიზიკა, ქიმია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნებისადმი. 

„ეს გაზრდის მოტივაციას და მოსწავლეებს მისცემს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი ინფორმაციით, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს, მაგრამ ეს შეთავაზება კიდევ უფრო გააუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203