სამების საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
18-10-2018
ჩოხატაურის, მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის სამების საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

ტესტირებაში მერვე-მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა თამარ ბურჭულაძემ მოსწავლეებს ტესტირების წესები გააცნო.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ტესტირებაში ხალისით ჩაერთვნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203