სკოლა „ანაბასისის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ეროვნულ ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა
10-01-2017
სკოლა ''ანაბასისის'' ქორეოგრაფიული ანსამბლი ჩამოყალიბდა 2016 წლის სექტემბერში.

ანსამბლმა სერიოზული გამოცდა ჩააბარა საზოგადოებას 2016 წლის საახალწლო რაიონულ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობით.    

ქალაქ ამბროლაურში ქართული ფოლკლორის განვითარების საერთაშორისო ფესტივალში ანსამბლმა მიიღო ლაურიატის წოდება. 

2016 წლის 26 დეკემბერს ქ.თბილისში ჩატარებულ ეროვნულ ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა და ანსამბლი დაჯილდოვდა მედლებითა და სიგელებით.  

ანსამბლი აქტიურ მონაწილეობას იღებს რაიონულ ღონისძიებებში. 

ანსამბლის ხელმძღვანელია გიორგი ქლიბაძე და ქორეოგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203