დვირის საჯარო სკოლა 2013 წლიდან დღემდე „მშვიდობის კორპუსთან“ თანამშრომლობს.
სკოლაში უკვე მესამე ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელი მუშაობს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები ინგლისურ ენაზე სწორ მეტყველებასა და წერას მიეჩვივნენ.
„სკოლაში ტარდება უამრავი აქტივობები. „საზაფხულო ბანაკში“ კი ადგილობრივ ბავშვებთან ერთად დამსვენებლებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ სამივე მოხალისემ - ალექსანდერ ჩუმ, ზაქ გემმონმა და კევის თევინმა პროექტებში გამარჯვებისას მიღებული დაფინანსებით ინგლისური ენის კაბინეტი, სამასწავლებლო და საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია მოაწყვეს, მადლობა მათ და „მშვიდობის კორპუსს“ ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები