დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგმა მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა
18-10-2018
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მასწავლებელმა მარინე ინასარიძემ საჩვენებელი გაკვეთილი - „აი ია“ ჩაატარა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ და იაქტიურეს.
გაკვეთილს პედაგოგები ესწრებოდნენ, რომელთაც სასწავლო პროცესი დადებითად შეაფასეს. იხილეთ ფოტოები