წერეთლის საჯარო სკოლის პედაგოგი დიანა აროსიანი პროგრამაში „მომავლის თაობა“ მონაწილეობდა.
პედაგოგი სკოლის სომხურ სექტორს სამოქალაქო განათლებას ასწავლის.
ის თავის შთაბეჭდილებებს სხვა პედაგოგებს
უზიარებს:
„მე მიყვარს და მეამაყება ჩემი პროფესია.. ხანდახან ვფიქრობ, სწორად ვაკეთებ ყველაფერს თუ არა. ჩემს ყველა კითხვას პასუხი გასცა პროგრამამ „მომავლის თაობა“, რომელიც სტიმული გახდა ჩემი პროფესიული ზრდისთვის. პროგრამის ფარგლებში გავიარე ტრენინგები და ჩავაბარე სამოქალაქო განათლების კომპეტენციის გამოცდა, შემდგომში კი მე თვითონ გავხდი მასწავლებელთა სახლის სომხურენოვანი ტრენერი. მოსწავლეებთან ერთად განვახორციელეთ მცირე გრანტის პროექტი „ტრეფიკინგი, თანამედროვე მონობა“.
პროგრამამ „მომავლის თაობა“ დამარწმუნა ჩემს ძალებში, მეტი შეგვიძლია, ვიდრე ზოგჯერ გვგონია“.