ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოელ თანატოლებს საკუთარი ქვეყანა გააცნეს
18-10-2018
2017-2018 სასწავლო წელს ურბნისის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის მასწავლებლის, მარიამ მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, eTwinning-ის პროექტში - Culture Street მონაწილეობდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს. მოაწყეს პრეზენტაციები, გადაიღეს ვიდეოები და უცხოელ თანატოლებს საკუთარი ქვეყანა გააცნეს.
 
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტმა ევროპული ხარისხი მიიღო.

eTwinning ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი საგანმანათლებლო ქსელია.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203