ზერტის საჯარო სკოლაში მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარიამ მაზანაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
19-10-2018
ზერტის საჯარო სკოლაში სამბოში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს, მარიამ მაზანაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარიამ მაზანაშვილს პედაგოგები და მოსწავლეები ყვავილებითა და ფერადი ბუშტებით დახვდნენ.

სკოლის დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მარიამს წარმატება მიულოცეს და მომავალში მსოფლიო ჩემპიონობა უსურვეს.

„სკოლაში საზეიმო განწყობილება სუფევდა, ყველა  გახარებულია, მარიამმა მადლობა გადაუხადა ყველას და  იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აუცილებლად გაამართლებს მათ იმედებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლის აღსაზრდელი ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია.

სკოლის მოსწავლემ (56 კგ) სამბოში 2000-2001 წწ დაბადებულებს შორის იასპარეზა. მარიამი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის ძიუდოს სექციის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელია ქართლოს პავლიაშვილი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203