კასპის, იგოეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასის დამრიგებლმა თამარ აბულაძემ საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო გაკვეთილი - „აი ია“ ჩაატარა.
„ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ მშობლებიც და კლასის დამრიგებელიც. გამოპრანჭულმა, თვალებგაბრწყინებულმა პატარებმა დედაენაზე ლექსები წაიკითხეს. გაკვეთილი მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
გაკვეთილის ბოლო ფოტოსესია გაიმართა. მოსწავლეებმა ასევე საზეიმო ტორტი გაჭრეს.
იხილეთ ფოტოები