ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სოფლის პატარ-პატარა კუთხეები.
ღონისძიებაში უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
„შევაგროვეთ ჩვენი ხელით გაკეთებული სხვადასხვა ნივთი და შევქმენით ჩვენი პატარა კუთხე, რომელმაც ხალხში აღფრთოვანება გამოიწვია. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დავბრუნდით უკან“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიების ბოლოს კონცერტი გაიმართა, რომელიც ფეიერვერკებით დასრულდა.