სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზღაპრის გმირმა მიულოცა
19-10-2018
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის 1ბ კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო განწყობით დაიწყეს. პედაგოგმა მზია ფირცხალავამ საზეიმო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი საინტერესო და მარავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა სხვადასხვა აქტივობებით წარმოაჩინეს.
მოსწავლეებს ანბანის სწავლის დაწყება ასევე ზღაპრის გმირმა ელზამ მიულოცა. ნანატრ სტუმარს ბავშვები სიხარულით შეხვდნენ. იხილეთ ფოტოები