ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით არქეოლოგების როლი მოირგეს
19-10-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები ისტორიის პროექტში „ნიჩბით შეიარაღებული ისტორია“  მონაწილეობდნენ. 

პროექტი ნოქალაქევში გაიმართა. 

„აქტივობა შთამბეჭდავი და უჩვეულო იყო, მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა პრაქტიკული სამუშაოებით განამტკიცეს და არაფორმალურ გარემოში გააკეთეს პრეზენტაციები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

მოსწავლებს პედაგოგი მაკა პაპავა და კლასის დამრიგებელი როზა შენგელია ხელმძღვანელობდათ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203