ერკეთის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა
19-10-2018

ერკეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

ტესტირებას სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ციალა ჭიხვარია ხელმძღვანელობდა. პედაგოგმა მოსწავლეებს ტესტირების წესები გააცნო.

I ტურში 21 მოსწავლე მონაწილეობდა. მინიმალური ზღვარი კი ათმა მოსწავლემ გადალახა.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ტესტირებაში ხალისით ჩაერთვნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203