Izrune.ge-მ „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ სკოლაში დიდი ოვაციების თანხლებით შეაბიჯა
19-10-2018
დღეს Izrune.ge-მ „2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის,“ ლაზარე ბედუკაძის სკოლაში დიდი ოვაციების თანხლებით შეაბიჯა.

შეხვედრა ორმაგად ემოციური და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რამდენადაც თბილისის N155 საჯარო სკოლასა და მის ლიდერ დირეტქორს, ხათუნა ხულორდავას „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის გარდამავალი თასი თავად პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა და წარმატებულ პედაგოგებს, კეთილგონიერ მშობლებსა და ნიჭიერ ახალგაზრდებს Izrune.ge-ს ინოვაციური მიდგომები და ტესტები პირდაპირ რეჟიმში გააცნო.  

სკოლის დაჯილდოვებასა და პორტალის საოჯახო, შემეცნებით და წამახალისებელ მიდგომებს მშობლები განსაკუთრებული სიამაყითა და უწყვეტი აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ხათუნა ხულორდავამ ლაზარეს გამარჯვებით გამოწვეული ემოციები კიდევ ერთხელ გაიხსენა და აღნიშნა, რომ Izrune.ge შვილების სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობითა და სკოლასთან თანამშომლობით კიდევ უფრო განათლებული, მრავალმხრივ განვითარებული და წარმატებული ახალგაზრდების აღზრდას შეუწყობს ხელს.

ლაზარესთვის კი ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი, „ეტალონთან“ ერთად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წარმატების გზაზე.

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge -ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.  

„საქართველოს ეტალონი პედაგოგის“ გამოვლენის პროცესის გამჭვირვალობასა და სამართლიანობას კი თბილისის სკოლების დირექტორთა სათათბირო უზრუნველყოფს. 

Izrune.ge საპრეზენტაციო სკოლებს ლიდერი დირექტორის, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდისა და ძლიერი კონტიგენტის მიხედვით სტუმრობს და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203